თავზე თავშალ წაკრულს
თავზე თავშალ წაკრულს როდის გიმღერია, მხოლოდ პალტო შეგრჩა ამ თვის წვიმებიდან, მარტმა დაგისველა, თეთრი საყელო და ღილებს მოწყვეტილი წვეთი ჩააყოლა. წელი მოიწყვიტა ღამის აჩრდილმაც, შენი ნატვრით და ვნებით აღვსილმა. მზის ამოსვლასაც შენ გიძღვნის ზეცა, მთვარეც არავარ ჩემდა ბედად, მზეობა ვინ თქვა... ღამით მაინც გადმოგხედავდი, შეგაყვარებდი აპრილს და მაისს, მიგახვედრებდი, რომ ამთვის შემდეგ, ნაზამთრალ ბაღებს, იების გუნდი ედემად აქცევს. დავივიწყებდი ხეებს ფოთოლცვენას როგორ ვაბრალებდი, მარტებს შემოდგომას როგორ ვამსგავსებდი... თავზე თავშალ წაკრულს როდის გიმღერია, მხოლოდ პალტო შეგრჩა ამ თვის წვიმებიდან, მარტმა დაგისველა, თეთრი საყელო და ღილებს მოწყვეტილი წვეთი ჩააყოლა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი