შევუცვალოთ სასრული
კვაზკმოდოს სილამაზეს ნუ უწუნებთ, დორიანი ბედნიერობს ჩვენს გარეშეც, ესმერალდა საოცნებო იყო ოდით, ლორდი ჰენრიმ მიატოვა სასახლეც. კორიოლანუსს ნუ აბრალებთ ქედმაღლობას, დეზდემონა ყოველ ღამე ლოცულობს, კლეოპატრა მოღალატედ ვინ შერაცხა! რომეისთვის საწამლაცებს სად პოულობთ! თავს არ იკლავს ჯულიეტა თქვენ იგონებთ, არ ანაღვლებს სხვის ქონება ლედი მაკბეტს, რატომ მალავთ, რომ მეფე ლირს ეხვევიან მეგობრები! დუნკანისსაც აღარ კლავენ მძინარეს.. თქვენნ სევდიან ოფელიას თვით მკვლელობას, რომ აბრალებთ გაგაწბილოთ? სიბერეშიც ბედნიერად უნახავთ, მსგავს რომანებს შევუცვალოთ სასრული და ასე ვთქვათ, ავგუსტუსი ოქტავიას სიკვდილამდე უყვარდა..! ლ გერლიანი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი