გაზაფხული არ აგვიანებს
სული ფორიაქს ღაფავს წუთებად და გაზაფხული კვლავ აგვიანებს, უიმედოა მასპინძლის მზერა, წუხილს შესჩივის არაგვიანებს.. ბავშურად განცდილ ზღაპრების კონას, გადაუცვლია სიყრმის ფერები და მეზღაპრესაც ყელში ეჩრება, ამდენი წერა ფერებ-ფერებით... მთები მღერიან სანუგეშებელს, სულის სიმები ბორგავენ ერთხმად, რამ დააყოვნა ეს გაზაფხული? ვინ აუკრძალათ ამ მერცხლებს ფრენა? დილის კრებული განცდა ფერებად და მოლოდინი აღელვებამდე, კვამლში გახვეულ სილამაზეს როდის შევმჩნევთ, პირველ დანახვას ამოვსერავთ ბოლო წვეთამდე. გულს ნუ გაიტეხ შენ მასპინძელო! თუკი ფიქრობ რომ კვლავ აგვიანებს, ზღაპარს უყვება დილა საღამოს და გაზაფხული არაგვიანებს... ლ გერლიანი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი