სიყალბე სუფევს მიწიდან ცამდე (სამწუხარო რეალობა)


ასე მარტივად შევეჩვიეთ გულის ტკივილებს
და გვიხარია ერთმანეთის ტრაგედიები,
უხმო როიალს დაემსგავსა ჩვენი ცხოვრება
და ალბათ მალე, ოცდაათ ვერვხლსაც გავეკიდებით..
ყოველი მარხვის დასაწყისი ითბლება ბოდვად,
სახე მიგვიგავს გაბზრულ სარკეს,
სადაც ჩახედვას ვერავინ ბედავს,
გაბზარულ სრკეს მიგვიგავს სახე..!
მალე ჩატარდება უღვთო ლიტურგია,
გადავივიწყებთ მარხვის თარიღებს,
გაძლიერდება ბრბოთა თარეში
და გადავკვეთავთ ცოდვის ნაპირებს...
სიყალბე სუფევს მიწიდან ცამდე
იმის იქითაც არვიცი ალბათ,
ტვირთად გვეჩვენა სინდის ნამუსი და გადავაგდეთ,
შეჯერებადაც აღარ ღირს განცდა...!

ლ გერლიანი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი