ეჰ რახანია
ეჰ, რახანია ჩაგვიჟანგდა ხმლები ქარქაშში, აღარ ღელავენ ბნელ ღამეზე შავი თვალები, გადავიარეთ სუროს ბილიკი და დავივიწყეთ: ლავანგარდები, ჩუქურთმები, ვის ახსოვს თაღები... მდინარის პირას აღარ ისმის ძველი ჰანგები, საბედისწეროდ აღარ ვისვრით ცაში მონეტას, ძილ მორეული ძაღლებივით აღარცკი ძალგვიძს, მხოლოდ მიონმ ნახა სიზმარი ივდითს მოეკლა, ჰოლოფრენობა შეეწამათ სიზმარი ახდეს, ცის საწყისიდან მოასვენებს მზეს ალიონი, ერიდებიან, ემალებიან, თრთიან ღრუბლები, უთქმელი სიტყვა ყელში გაჩრია ბორგავს რიონი: (ეჰ, რახანია ჩაგვიჟანგდა ხმლები ქარქაშში, აღარ ღელავენ ბნელ ღამეზე შავი თვალები, გადავიარეთ სუროს ბილიკი და დავივიწყეთ: ლავანგარდები, ჩუქურთმები, ვის ახსოვს თაღები...) გზა საიდნ? ან გზა საითკენ? უკვე გვღადრავენ ყელებს აკვანში, საბედისწეროდ ვეღარ ვისვრით ცაში მონეტას, ეჰ, რახანია ჩაგვიჟანგდა ხმლები ქარქაშში...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი