ეგო
საფეხური თორმეტი... ნეტარება კოსმიური გარინდება და მსუბუქი გრავიტაცია... წყვდიადი... სინათლე, რომელსაც კატასტროფული სიჩქარით გავყავარ იქ, სადაც ყოველთვის ვიყავი.. დაფანტულ ფიქრით ვუმზერ სარკეს და მსურს დავამსხვრიო იგი, ძველი პორტრეტის ნაწილებად, დასაფანტავად. წარსულზე ფიქრი, მინდა გავცვალო იდუმალ ფერთა, ახალ შთაგონებად. ლოდინს წუთი მშვენიერია... შეგქმენი , ჩემი სურვილების პორტრეტი, გრძნობათა სიღრმე ჩაგახატე თვალეში ძლიერი ემოციებით. შეძლებ, რომ თავი დამავიწყო?... მე არასდროს არ გაგაკრიტიკებ, რადგან ვიცი თავის მართლების სურვილს აღგიძრავ, ეს საშიშია, რადგან ამცირებს შენს ღირსებას და წყენას იწვევს. აენთო ჰორიზონტზე მზის მწველი დისკო და სისხლით დანამულ ზღვას შეუერთდა. შენი შემოსვლა შფოთიანია და ჩემი დახვედრა ქარიშხლიანი. ჩემი პირმშო ხარ, მუდმივად აგამოძრავებს შემოქმედებითი იმპულსი, სიყვარული და მისწრაფება თავისუფლებისკენ. არასდროს იქნები კენტი კომეტა. შენი ტრიუმფი ჩემია - სარკეში ხორცშესხმული ოცნება, ჯადოსნური ფუნჯით მონახატი, ხილული იდეალი! შენ ზღვის ტალღა ხრ ველური სიშმაგით, ტიტანური ენერგიით, რომ მოექანება და სულის სიმებს აატორტმანებს, ხანაც დაცხრება, შეუმჩნევლად მოირწევა, თითქოს ხანგრძლივი თვლემიდან გამოფხიზლებული მოიწევ წინ... მეშინია ფიქრების წარღვნის, რადგან ვიცი ყოველი ჩვენგანი თავის ფასს იხდის! შეგრძნება... გახსენება... სურნელი აღმოსავლურ ყვავილების და პალიტრაზე ნამის წვეთებივით მიმოფანტული საუცხოო ფერის საღებავებისა. ქუჩის სისველე, ცელქი წვიმის ტანგო თავბრუს გახვევს და ემსგავსები არეულ ამინდს, თავქარიანს. მიმზერ, მწველი ვნებით... მე, ხორცშესხმულ, შენი სურვილების პორტრეტს, ჯადოსნურ ფუნჯით მონახატ, ხილულ იდეალს... მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2015 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი