სიცოცხლის კანონზომიერება სამყაროში
საზოგადოება ზოგიერთ პიროვნებას არ იღებს ისეთს, როგორიც არის იგი ბუნებით. ისინი ცდილობენ მისი ინდივიდუალური შინაგანი სამყარო მოარგონ მათ მიერ ხელოვნურად შექმნილ სტანდარტულ თვისებებს. აკრძალული შინაგანი ბუნება აშინებს ადამიანს და აქედან იწყება არასრულფასოვნების კომპლექსი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ შინაგანი არსის დათრგუნვა ან დაკაბალება ადიდებულ მდინარის შეკავებას ჰგავს, რომელსაც კალაპოტი მოუშალეს. ღვთაებრივი არსი ადამიანზე მოქმედებს ნდობის მეშვეობით. რაც უფრო მეტად ვენდობით ერთმანეთს, მით უფრო ღრმა რწმენით და სიყვარულით ვწვდებით სიკეთეს, რომელიც 3 საფეხურისგან შედგება: სიბრძნე, სიყვარული და რწმენა. სიბრძნის გარეშე სიყვარული ფანატიზმია, ხოლო სიბრძნე სიყარულს გარეშე ბოროტებაა. თუ სიყვარული და სიბრძნე ჰარმონიულია,მაშინ რწმენა თავისთავად შემოდის მასში და ამ ძალით შენდება სიცოცხლის კანონზომიერება სამყაროში. მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2011 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი