აღაპე


აქ ცა  მძაფრი არის – აღაპე,
მანდ კი ზღვამ გამართა ვირგჰატა.
ნერვი, სიგარეტი, არაყი,
ვზივარ და ღიმილებს გიხატავ.

ვუსმენ შორი წვიმის ინსულტებს,
მხოლოდ – შენს ოთახში ქარია.
მე  ვარ ერთადერთი სისუტე,
შენი ტკივილი ვარ მარიამ.

თითქოს მუსკატის ტანინი ვარ
სხივთა უსასრულო მზვარეში.
შენი თოვლივით ტანი მიყვარს,
მზერის თეძოებზე თარეში.

ტანჯვა ვარ მე მარკიზ დე სადის
სულია ცისფერი " ჰამადა. "
შენს სურნელს ვაყოლებ მე სადილს
შენით ვარ სულელო ავად და

ცხოვრება ეს არის ანიმე
და სული წვიმებით მევსება.
სუფრაზე მოვუხმობ განიმედს
რომ ბოღმით გვიყურონ ზევსებმა.

ფიქრი აღარ მოგვცემს არაფერს,
არის ინსომნია თითების.
ყოველთვის ბოლომდე გავაფრენ
და მუდამ სკანდალში ვიქნები.

აქ ცა  მძაფრი არის – აღაპე,
ვუსმენ შორი წვიმის ინსულტებს.
ნერვი, სიგარეტი, არაყი,
საფრთხე, ტკივილი და სისუსტე.

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2017 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
ანნა ზეიკიძე7 წლის წინ

როგორ მომწონს მე ამ ბიჭის ლექსები.. ^_^

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი