დაიჭირე წამი! ( მკვდარი პოეტების საზოგადოება )


მე ახლაც მახსოვს ოცნების გემო,
ლამაზი როგორც ტკბილი სიმწარე.
ახსნი? სიყვარულს ძვირფასო ჩემო
წადი! ძვირფასო, თვითონ ისწავლე.

ჩვენო პატარა ცელქო ბავშვებო,
გვიყვარხართ რადგან ვერ გაგისწარით.
თუ სიყვარულის ღმერთი არსებობს, 
სიყვარულს მხოლოდ თქვენგან ისწავლის.

სიბერე არის სიკვდილზე ცუდი,
ტალახის წლებში დავიწყე ქექვა.
მინდა დავბრუნდე სულ ერთი წუთით
იმ წლებში რასაც ბავშვობა ერქვა.

თითქოს ბავშვობის სუნი აქვს აპრილს,
" ვამბობ: ფუძეა მტკიცე ჯავარი. "
შრომის და ცოდნის მიყევით ნაპირს
მაგრამ ოცნებად გქონდეთ მთავარი!

ნუ გაჩერდებით საკუთარ მე – ში,
ჩვენო პატარა ცელქო ბავშვებო.
თქვენ ბედისწერა გიჭირავთ ხელში
და მეამბოხე სულით არსებობთ ! ! !

მუდამ გიყვარდეთ ჭაკი ვირები
ასეთ გიჟებს ხომ გულნი ეწვიან...
 რადგან ოდესმე თქვენნაირები,
ცხოვრებას თუნდაც ( წამით ) შეცვლიან!

გულს უსმინეთ და არა უფროსებს,
სურთ გაგაჩერონ და სურთ გაგჭედონ.
სწორად გაიგებთ ამას თუ დროზე
( წამებს ) დაიჭერთ თქვე კუდრაჭებო.

მუდამ იყავით თეთრი ყვავები, 
გახსოვდეთ სული, რომ გაქვთ პოეტის.
" მათთვის " შტერები და უქნარები
გაახსენდებით ( წამით ) ყოველთვის.

ჰოდა დიდება ამ შფოთისთავებს,
უგუნურებს და თუნდაც თავხედებს.
აწმყოს მარტივად ვინც მოითავებს
დაიჭერს ( წამს ) და წინ გაგახედებს!

დრო შეინახავს მუდამ პოეტებს,
არა გცემთ სუნი? მინდვრის, იების,
ახალგაზრდებო სივრცეს მოედეთ
და დაიჭირეთ ( წამი ) ძიების!

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2017 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი