თვითმკვლელი გინანდრი ( მკვდარი პოეტების საზოგადოება )


რწმენა შენს თვალებშიც ჩადგება,
ცოტაც მოითმინე, გამაგრდი!
" მთელი გალაკტიკა ლაგდება 
შენ კი ვერა და ვერ დალაგდი. "

სიყვარულს არ უნდა გირაო,
" ჩემი ხარ " ხელებმა გიწოდეს
ჯერ მიწა სჯობს ააყირაო
და მერე გაფრენა იცოდე!

საზღვრები არავინ გაზომა,
ჰოდა როცა გინდა გაცდები.
იძახი: რა ულამაზო ვარ
და მაინც სხვაგან ხარ განცდებით.

სარკესთან ძვირფასო კვლავ ზიხარ
როგორც თვითმკვლელი – გინანდრი
იცოდი,  რა ლამაზი ხარ?
იცოდი, რამდენჯერ გინატრე?

სარკესთან დაგიწყობ გირლანდებს
როგორც მეამბოხე პოეტი.
იცოდე, გატყუებს " სიმართლე, "
მცდარია ყველგან და ყოველთვის!

დილიდან შენ ლექსის სუნი გაქვს.
წვიმაზე გიამბობ იცოდე;
" თუ როგორ უყვარხარ ხულიგანს 
და როგორ დაგითმობს სიცოცხლეს. "

სიყვარულს არ უნდა გირაო,
" ჩემი ხარ " ხელებმა გიწოდეს
ჯერ მიწა სჯობს ააყირაო
და მერე დაარქვა სიცოცხლე!!!

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2017 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი