დედა
არ დავიღლები შენზე ოცნებით, ჩემი გრძნობები მე სისხლით ვწერე. ალბათ ამაღამ შენთვის მოვკვდები, ამდენი ცდის და წვალების მერე. ( ჟამით ღვინო ჩნდეს, ჟამად ხემსები, ) ლექსმა დათოვა დედი აული. წავალ და სიკვდილს დავემწყემსები, დავემწყემსები ვით სასწაული. მივალ გათოშილ ზამთრის სიცივით, დედი გზადაგზა უნდა მიშველო. ხმა აღმივლინე პარაკლისივით, ჯერ პატარა ვარ და უმნიშვნელო. ეს რიჟრაჟები შენით ანთია, იმედით დგანან ბნელი ტინები. დედი მე გული დამიშანთია და მხოლოდ შენს სულს ვეპოტინები. არ დავიღლები შენზე ოცნებით, ჩემი გრძნობები მე სისხლით ვწერე. ალბათ ამაღამ შენთვის მოვკვდები, ამდენი ცდის და წვალების მერე. მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2012 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი