ქედმაღლობა


შენი სხეულის მიმზიდველი სითბო მწყუროდა,
გადაიჭიმა ჰორიზონტი როგორც სადავე.
ცხენის სრიალა თეძოების მედიდურობა,
შენს მოელვარე ტანს შევადარე!

მოე, ვაჩვენოთ ზღვის მოქცევა ახლავე ბავშვებს
და დავანახოთ შეშლილი და ლურჯი საღამო.
თავისუფლების მზეს დავეძებ ცხოვრების გზაზე
და მესიზმრება დაუსაბამოდ...

გიჟის თვალებით დანახული სიმშვენიერე,
მოგონებები ამიწეწე ქარო აშარო
და სანამ გული სიბერის ჟამს ვეღარ იელვებს,
დრო არის მეც რომ ფრთები გავშალო!

მე ავადა ვარ და წყვდიადი უსმენს მიკიოტს,
ეს ხალხი ასე ქალბატონო რად დაჩიავდა.
თვლემამორეულ შეღამებამ დროა იკივლოს,
ამ დამაბრმავოს ამ განთიადმა!

ჯადოსნურია, ჯადოსნური, მინდვრის ღაღანი,
გავყვები ყველგან, ჰო ამ სისხლით ნაწერ სტრიქონებს.
ჩემი სიგიჟე ფრთაშესხმული ზევით იქროლებს
და ის იქნება უფრო მაღალი.

შენი სხეულის მიმზიდველი სითბო მწყურია,
მე ვერ მიფარავს ქალბატონო სხეულს ძონძები.
თუმცაღა შენი გამოხედვა მედიდურია
და მაგ თვალებით ყველგან მოგძებნი.

ფოთლის ჩურჩული, ზღვის ღრიალი, ქარის შეტევა,
ამაზე დიდი სიხარული განა არსებობს?
მე ქედმაღლობით არაფერზე ოდნავ მეტი ვარ
და მარადიულ უსაზღვრობას შევქმნი გარშემო.

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2016 წ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი