სილურჯეები
სუნთქვა მკაფიო, მთვრალი ღამე, ვნება, შეიკი, სუნი ჟასმინის, მკვეთრი რიტმი, ჩაი ლიმონით, შენ ეს ცხოვრება ქალბატონო ისე გიმონებს, არ გაგაჩნია უკვე ვხვდები გზები შენ იქით... სადაც მინდორი დაუფარავს ცისფერ ჟელატინს და სადაც ხარობს უჩვეულო თეთრი ლავანდა. შენ ამ ცხოვრებას აკვირდები როგორც კრეატივს მაგრამ დავანდა, სიყვარული სულში დავანდა. იისფერ ზღვაში იძირება თეთრი შალანდა, ადამიანი დროს გაუძლებს როგორც - შამოტი. სხვა სივრცეებმა გამაგიჟა, უფრო დამლანდა, სადაც არა სწამთ შეშლილივით იქით წამოდი! სადაც სივრცეში ბანაობენ მთვრალი მზეები, შორს გამოყევი გადაწოლილ მზისკენ ნაპირებს მერე ჩაგითრევს გრძელი ღამე და სივრცეები ჰოდა წამოდი დღეს სიგიჟეს თუ დააპირებ. მდუმარე სული სილურჯეებს ბავშვივით მისდევს, თუ ამ პლანეტას არ დატოვებ როგორც დევნილი ეს ცხოვრებაა ქალბატონო, არ გაგიკვირდეს ერთხელაც ცრემლი თუ დაგახრჩობს გადაცდენილი. ჰო, ეს სამყარო ისეთია როგორსაც ხედავ, მოდის სიკვდილი, ცხენები კი კვლავ მზად არიან რომ წაგვიყვანონ, გაგვაქროლოს საკუთარ ბედმა მერე რა მოხდა ქალბატონო თუ ზამთარია? ვულგარულობა ამ ლექსებში მართლაც შემეტყო ღამეს გავათევ მე ამაღამ ძვლებში მამონტის მაგრამ გწამდეს და მთავარია მუდამ : Memento რომ ყველაფერი სამომავლოდ მაინც გამოდის მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2016 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი