მოუსვენრობა
შეხედე, სიგიჟე გულში მაქვს, შიგ მიზის და სევდით გავცქერი ამ წვიმას ქოლგიანს. შენახარ სულელო მიზეზი სიგიჟის და მე ვარ წვიმაში დაცლილი ორგია. შეხედე, სიგიჟე იმ ბოლო წუთს უზის, რომელიც შენ ჩემგან მუდმივად მიგაქვს შორს. " ჩამირთე ახლავე სიგიჟის ბლუთუზი, რომ ჩემი ვნებები სულ გადმოგიქაჩო. " შეხედე, მე სითბოს მოვიტან თოვლივით, თუ აღარ იღიმი გაყინულ მზესავით. მე თოვლი სულ მიყვარს იმ პირველ ცოლივით, რომელიც დუღდება ტუჩებზე რძესავით. შენ მწერ და მიწოდებ ცუდსა და საზიზღარს, წამოვალ და თოვლში ღიმილით გავცურავ. გნახავ და მერე კი თუ იცი რას გიზავ? არაფერს, უბრალოდ შენს მტევნებს დავწურავ. ვნების საწნახელში მტევნებით ჩაგათრევ და ვეღარ შეგხედავ კრძალვით და კირთებით დრო არი, მთრთოლვარე ტუჩებით დავათრო ეგ შენი პატარა და ცივი თითები. ჩვენს შორის გარემოს ჰაერიც ვერ ატანს, ავღელდი, ავღელდი და ვიწყებ დინებას. ავხორცი თითები მაგ ცისფერ ქვედატანს სინჯავს და უხეშად შიგ ეპოტინება. შევეშვათ სულელო, შევეშვათ უძლურებს, დრო არი, დავწეროთ ვნებების დავთრები. დავიჭერ ხელებში მაგ მწიფე ძუძუებს და შენი მტევნების დაწურვით დავთვრები. მძაფრია, ტუჩების კისერთან შეხება, თითებმა დაუკრან სხეულის კლავიშზე. ვნებისგან დაღლილმა გიჟმა გახელებამ ძალები დაკარგოს დახეულ ბალიშზე. " მივუშვათ ვნებები თავიანთ ნებაზე, " აცადე, ფიქრებმა თავისით გაგხადონ. იფიქრონ, სხეულით დახატულ შვებაზე, ვნებაზე, რომელიც შენ უნდა დახატო. ოდესმე ტკივილი ტანაშლილს მატირებს, ამ განცდას სხეულში სიგიჟით სულ ევლოს. გვერდები ჩაენგრა გალეშილ სატირებს მაკოცე! უბრალოდ მაკოცე სულელო! მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2015 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი