შენც დაგმარხავენ...
მივალ ყინვის თასებით, ცრემლების ალმასებით, ზომებშია ფასები სიკვდილი თუ მომელის. აღარავინ მჭირდება, აღარავის ვჭირდები "ფოთლებს ამეტისტებით ფარავს შეუცნობელი. " დაწეწილი წვიმები ვით ყრუ სერაფიმები, დამიდუმდა სიმები და ლიდიის სამრეკლოს... ვუცქერ როგორც პარაკლისს ვით უდიდეს დანაკლისს და შეშლილი ცრემლები გულზე მინდა დამეკროს. დახეთქილი მაჯები, გიჟები და ქაჯები და სევდიან ფანჯრებთან მარტოსული ყვავები. განა აგერ, რომ ზიან, ყველა ანგელოზია? როგორც ტერნეტს ზოზია ისე მეც მეყვარები. ტკივილი მაქვს ისეთი, შენც კი ვეღარ ისმენდი, შენგან აპლოდისმენტი არ მჭირდება გაიგე. ქარით ნამინანქრევი მე ვარ დროის ნანგრევი ჰოდა ქარის მოტანილს ისევ ქარი წაიღებს. ახლა დროა თავხედი, ღმერთო საით წახვედი, ფურცელივით დაგხიეს, ალბათ ვეღარ გნახავენ. კვლავ ცისფერი არეა, შენი ბედი მწარეა, ღმერთო მიწა კუბოა, სადაც შენც დაგმარხავენ! მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2015 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი