ლურჯი ბედნიერება
ლურჯი ბედნიერება, დაგიდევი თაროზე, ჩემი წმინდა სახელი სიგიჟეებს სულ იგნებს. პოეტები ძვირფასო დაემსგავსნენ სალოსებს, ვეუბნები სუყველას: მოუსვენრებს, ხულიგნებს, ვეუბნები თეთრ ყვავებს, იმას ვინც სხვას არა ჰგავს, არაფერი არ მოსჩანს ციდან გარდა - სიტყვების. ვერ ავხსენით სამყაროს უჩვეულო ქარაგმა, არ არსებობს ის გზები, ჩვენ რომელსაც მივყვებით. ლურჯი ბედნიერება, დაგიდევი თაროზე, და ვუსმენდი ვარდების მწველ სისხლიან ღაღადისს შუღამის ვედრება ისევ შოლტით გაროზგეს თავს იწვავდა ვნებებით დაწერილი ქაღალდი. მოგიძღვენი სამყარო, შეშლილი ვარ რადგანაც და ტუჩებით გათხვრილი სისხლიანი ამბორი. მე წავედი სულელო, შენგანაც და მათგანაც წავედი და მას მერე ათას ჭორებს ამბობენ. სადაც არ სწამთ! გაფრენა მაინც იქით ვინატრე, არც კი ვიცი რა ვარ და საით მივექანები. ალბათ სული მეგონა მეც ცისფერი სინათლე ხოლო ჩემი ლექსები საიდუმლო ქნარები. ლურჯი ბედნიერება, დაგიდევი თაროზე..... მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2016 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი