ამაღლების იმედი
სიკვდილის ფერებს თეთრ თვალებში ჩახატავს ყინვა, ალბათ სერაფიმს დასცემია მწუხარე ლოდი. თუ სიყვარული ვერ შევძელი მითხარით: ვინ ვარ? ეს სიძულვილი პოეტებში საიდან მოდის?! როცა პლანეტამ აქ სიწმინდის პეშვი აავსო, რატომ იშიშვლა სისხლის ღვრისთვის ამაყად გორდა. მითხარით ახლა, რად მიძაგრავს მე კისერს ლასო და კამათელი არსაითკენ რად გამიგორდა. მეც პოეტივით ვუერთდები ამ ღამის პათოსს და ჩემი გზებით, ლურჯი გზებით წავალ ბატონო. კვირის ლოცვები ათრთოლებულ ტუჩებზე მათოვს მუდამ რაღაცა უჩვეულო განცდა მპატრონობს. ჯორდანოსავით ცეცხლის ალზე მინდა ვეწამო, დღეს მიკავია ამ პლანეტის ხელში მაჯა მე. აქ ქარის ფრთებმა ააკვნესეს თეთრი ლერწამი და კუზიანი ბილიკები ჰგვანან მაჯამებს. ერთფეროვანი ნუ გგონიათ წვიმების ლეშხი, მთვარე მივლიდა ბავშვობიდან როგორც გადია. თქვენ სამუდამოდ პოეტური დაკარგეთ ეშხი, მერე რა მოხდა თუ ბატონო წლები გადიან?! სიკვდილის ფერებს თეთრ თვალებში ჩახატავს ყინვა, ალბათ სერაფიმს დასცემია მწუხარე ლოდი. თუ სიყვარული ვერ შევძელი მითხარით: ვინ ვარ? ან ეს სიგიჟეც პოეტებში საიდან მოდის?! მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2014 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი