ქალბატონო
მე ჩემი სისხლით ვაფერადებ ალუბლის ფურცელს, ვუძლებ სამყაროს, მე სუსხსა და სიცივეს ვუძლებ. მე შემწევს ძალა ფრინველივით ცაში გაფრენის, აქ სიზმარია, სიზმარია სუყველაფერი. არ გამიცვლიხარ, თეთრთმიანი მოგელი ისევ, რა ჯანდაბაა! ისევ სულის წამებას ვისმენ! ჩვენ ეს სიშორე გავიჩინეთ ცისფერ კარავად, ვერ შევამჩნიეთ რაც ვიყავით ის , რომ არა ვართ. რა ჯანდაბაა! ცა არ არის მზით დანაფერი, შენ არაფერი მიპასუხე, სულ არაფერი. თუკი ვარდს მოსწყვეტ, ის დაკარგავს იცოდე სურნელს, " სისპეტაკეა პოეზია,სიკვდილიც თურმე. " ვარ სევდიანი, როგორც ქალი მიტოვებული, გულისჯიბეში სისხლიანი მიდევს კრებული. უცბად ხეიბარს გამიშეშდა ხელში ჯოხები, როცა კარებში ქალბატონო შენ შემოხვედი! მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2015 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი