ქალბატონებო
უსიყვარულოდ სიცოცხლე არ მწამს! დავბორიალობ ბოშა რონინით. მრავალი ცრემლი ჩამოსკდა წამწამს, ცით ჩამომწყდარი საფირონივით. მე ახლა ვგავარ უბრალო ვენახს, ამ ლექსსაც ალბათ უბრალოდ დავხევ. მე მიყვარს მუდამ ხვევნა და ლხენა როგორც მოჩხუბარს და როგორც თავხედს. ჩვენ პოეტები ვგვართ მტაცებლებს, რადგან დიდება ყველამ ინება. ჩემს ლექსებს, მითხრეს: აიტაცებენ, შეხედავ ერთს და გაგეცინება! ქალბატონებო გული მოგპარეთ, მოვსულვარ ვნებით, კრული დარდებით და ლამაზებო არ გაგიკვირდეთ, მეოცნებეს თუ შემიყვარდებით. მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2014 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი