სულხან წულუკიძეს!


მობმული მაქვს დედამიწა,
როგორც სფერო, პატიმარს.
ტაეპების სისხლით წერა
არ ყოფილა პატივი!

სულხან, ძმაო, დროა უკვე
დამეთანხმო ამაში.
რომ სიკვდილთან უთავბოლოდ
დაგვჭირდება თამაში!

გავაგონოთ გულის ძგერა
და ავუხსნათ პატარებს.
სამჯერ მეტი თუ ვიცხოვრეთ
სამჯერ მეტიც ვატარეთ

სიკვდილი და ისევ ისე
ველტვით ლექსის სუიციდს.
სიყვარულიც სიკვდილია
ძმაო, ზოგჯერ თუ იცი?!

სასწაულში ვქმნით სასწაულს,
სული თეთრი მტრედია.
და სიკვდილიც ჩვენს სხეულში
ზოგჯერ შემოქმედია!

სულხან, ძმაო წვება ნისლი
მიწა არის ვერანი.
და შენ სისხლის ერთი მისხლით
რჩები მოუსვენარი!

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2013 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი