Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_vtfkb0e60tu8m38h3c4eq41lif, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
გადაახვიე დრო! - მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) | პოეზია

გადაახვიე დრო!


გადაახვიე დრო,
სული არ ითხოვს მეტს.
მიწას სჭირდება ცა,
მიწას ვჭირდები მეც!

გადაახვიე დრო,
ცრემლი ანახე ვარდს.
სითბო ანახე თოვლს,
ღმერთო, აცადე დარდს.

გადაახვიე დრო,
იგრძენ მიწიდან ცა.
დროს ნუ გაიყვან შორს
თორემ მოგპარავს სხვა.

ჩემი ოცნების სახლს,
ერთი ფანჯარა აქვს,
მე მას დავარქმევ ბავშვს.
გადაახვიე დრო!

ცრემლი ანახე ვარდს.
სითბო ანახე თოვლს,
ღმერთო, აცადე დარდს.
გადაახვიე დრო!

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2015 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი