გამშორდი!


წადი! გამშორდი! სხვა შეიყვარე!
მოგვეშვი მე და უბედურებას!
წადი და ჯავრი სხვაზე იყარე,
რით არ მოგწყინდა ჩემი ყურება!

წადი! გამშორდი! შენ ხარ გადია!
შენზე უმეტეს მწამს ეს მიწა მე;
შენ ჩემი სულის შესმა გწადია,
მე ვერ მიგიღებ და ვერც გიწამებ!

მეც ვეთანხმები ურწმუნო თომას
ცისა ლაჟვარდის არა მწამს ერთობ.
არც ეკლესიის არ მჯერა რომის
არც შენ მჭირდები მიწაზე ღმერთო!

წადი! გამშორდი! დარდია ისევ
ჩემი სიჩუმე და სიმარტოვე.
წადი! რადგანაც ასე თუ ისე
მე დავბრუნდები და მიგატოვებ!

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2012 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი