წუხელის ბიჭმა


წმინდაო ღმერთო: ნუღარ დამიცავ!
ყველას სურს ქვეყნად მარტო გაერთოს.
წუხელის ბიჭმა თავი დაიწვა
და ჩვენ რაღაცა გვქონდა საერთო.

მე არ გავხდები ხალხის ნაწილი,
ვერაფერს მეტყვის მათი თავმოყრა.
მინდა უბრალოდ რამე დავწერო
როცა არ ძალმიძს სასხლეტს გამოვკრა..

თითი, სიჩუმე მიზის და მისმენს,
ბიჭი სიყვარულს, ვერ მოიმკიდა,
საქართველოა ასე თუ ისე ....
რა გიკვირთ ცეცხლი თუ მოიკიდა?

" დაბრუნდებიან კვლავაც ისინი! "
ვუცქერ უვიცებს, აგერ, რომ ზიან.
სუყველა ერთად პირში მიცინის
და თითქოს ყველა ანგელოზია!

წმინდაო ღმერთო: ნუღარ დამიცავ!
ყველას სურს ქვეყნად მარტო გაერთოს.
წუხელის ბიჭმა თავი დაიწვა
და ჩვენ რაღაცა გვქონდა საერთო.

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2015 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი