მეტი არაფერი
ღმერთო, უძიროა შენი ჭერი, ღმერთო გამაფრინე, დრო თუ არი, სადღაც სიგიჟეში შევიჭერი! ყავა, სიგარეტი, ტროტუარი... ახლა მხოლოდ ეს თუ დამამშვიდებს, ვუცქერ აივნიდან პროცესიას. ღმერთო, ჩემი თავის პანაშვიდზე ბნელი ღამეები მომესია. ქვეყნად მე ვერავინ დამაჯერა მიწა მზით, რომ არის დანაფერი. არ მინდა მიწაზე გამაჩერო, მიყვარხარ და მეტი არაფერი. ღმერთო, უძიროა შენი ჭერი, სადმე გამაფრინე, დრო თუ არი, სადღაც სიგიჟეში შევიჭერი! ყავა, სიგარეტი, ტროტუარი... ხორცში ვით ციხეში ისე ვზივარ, ღმერთო, შეისმინე პარაკლისი. ვისთვის ჩაცინების მიზეზი ვარ, ვისთვის უდიდესი დანაკლისი. მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2015 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი