არატე
ვაითუ ახლა სული ადიდდეს, ვერ დავეტიო კანში არატე.. მე ახლა უფალს რატომ ვადიდებ? როდესაც ასე დავაღალატე?! სიკვდილი ბევრჯერ ვიანგარიშე და არ დამსაჯა ღმერთმა მეც არა. რადგან მიწაზე, ტანჯვის გარეშე ჩემს სხეულს სული ამოეცალა. ვაითუ ახლა სულიც ადიდდეს და ეს ცხოვრებაც ჰგავდეს დომინოს. მე ქვეყნად ყველა პოეტს ვადიდებ ვინც კი სიგიჟეს მოგანდომინებს. სხვა ასაკში ვარ, წლებიც გავიდა და ჩემმა გულმაც მიწა უარა. გახსოვს ქაღალდის თეთრი ნავი და ანდა უფალი გახსოვს თუ არა? ვაითუ მართლაც სული ადიდდეს გადაეფინოს ჩრდილი კვიპაროსს. ჩემო სიცოცხლევ ნუ განმადიდებ შენგან სიკვდილი თუ მოვიპარო, სხვა ასაკში ვარ, წლებიც გავიდა ცამ გადამიჭრა ბოლოჯერ ვენა. მე ის მწირი ვარ ცად, რომ ავიდა, ფრთები დაღალა და დაასვენა, მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2013 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი