ვხედავ თითებით
ცვივა ფოთლები ნეკერჩხალისა და ღამეს ღამე ერევა ისევ. სად გაგაჩერო, შენ ხომ ქარი ხარ, შენ ხომ ქარი ხარ, ასე თუ ისე. სული კანკალებს და სული გოდებს, ვნანობ, რომ ჩვენი გზები გაიყო. " ქარო, ნაფურთხი მიდამოს მოსდე, ხულიგანი ვარ შენი არ იყოს! " ვნახოთ, იქნება დანამდვილებით, ჩემს ავტოპორტრეტს დავუსვა დანა. გადამიფრენენ ზოგჯერ ჩრდილები და იაპონურ ნახატებს ჰგვანან. სული მიწიდან არ იბადება და ფიქრის ვაგონს მიჰყავს რელსები. ქარო, დამიდექ მოდი, თავდებად სულში დამარხე ჩემი ლექსები! ქარო, ტკივილი ვერ მოვიკელი, სადაც არა სწამთ ის გზა აქვეა " და საჭოჭმანო საქმე თვითმკვლელის ისევ ყველაზე ნაღდი საქმეა. " მე ეს ტკივილი აღარ გამივლის, და მაჯებიდან სისხლსაც დავიდენ. ვარ გასაქცევი ჩემოდანივით დ მზადა ვარ, რომ სადმე წავიდე. ცა ღარიბდება და ისრიმისფერ მდელოებს ნაღმავს, როცა ვინთები. მე შეუცნობელ სამყაროს მივსდევ და მთელ სამყაროს ვხედავ თითებით. მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2017 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი