უკაცრავად და თქვენ აფრენთ?


იქნება ბედით, იქნებ შემთხვევით
თვალებში მაყრის ჭერი თაბაშირს.
შემომატყდება მიწა ხერხემლით
და შენ ქაღალდის ცისფერ კაბაში..

გააშრობ ისევ ჩემს ყოველ სტრიქონს
დაღლილი, როგორც შავი ყვავილი.
შენი თვალები სამყაროს მიყოფს,
ღვთის შათირივით, თეთრი ყვავივით.

მე ვარ პოეტი, ეს ნიშნავს ვუძლებ
ზეცას რომელსაც ცვივა ფიქრები
და გალაკტიკის ცივ ნაფეხურზე,
მე დარჩენილი მტვერი ვიქნები.

მე ვარ პოეტი, ანუ თავხედი,
ვიცი, ავიხდენ შორეულ წადილს.
მე მთელ სამყაროს მკაცრად გავხედნი
და მიწა ნახავს ჩემს გულში ადგილს.

თქვენი კი არა, სხვისი გულისთვის,
მე მოკლული ვარ, ზეცაც მცდარია.
" პოეზიაში მე ვარ ტურისტი. "
და არც კი ვიცი რა მიხარია.

მე პოეტი ვარ, ანუ დამღა ვარ,
სადღაც გაღმა ვარ მთელი პლანეტის.
ასე მგონია დრომაც დამღალა
თავისი სიგრძით და სიგანეთი.

ასე მგონია უდროო " დრო " ვარ
სულის ყინულზე რწმენა სრიალებს.
ასე მგონია შენამდე მოვალ
და ტკივილს უხმოდ გაგიზიარებ.

ასე მგონია ვუყვარვარ სიკვდილს
და მიწა ეძებს ჩემს გულში ადგილს.
სრულდება ჩემი ცხოვრების კადრი
და ტკივილები ცეკვავენ კადრილს
მიკვირს, არ ვიცავ არასდროს მცნებებს,
მე პოეტი ვარ და მეოცნებე!

ვიტყვი, ამჯერად ვიტყვი ყველაფერს,
" პოეზიაში მე ვარ ტურისტი "
და აშკარაა ღმერთო მე ვაფრენ
მე ვაფრენ მხოლოდ სიყვარულისთვის!

მიხეილ ჭიჭნაძე ( მიქაელი )
2016 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი