Эффект бабочки
На рельсах стоим я и апрель, Ночь словно триллер, шумно и звонко. Если к судьбе постучался ты в дверь, Так прокричи заглавие громко. С деревьями голыми мне по пути, Тихо иду под покрытием ночи, А листопада траурный гимн, Долгую исповедь мне пророчит. Иду по тропинке, но я заблудился, Во взоре у немощных вижу Христа, Старый торговец с подгнившим товаром, Взор устремил в глухие места. И мне чего-то тут не хватает, Слушаю Гойю, Сафо, Эзопа, Их сумасшествие так вдохновляет, Новая строчка, новая проба. За бенефисом душ наблюдая, Вижу, что плесень покрыла творенья. Есть жажда безумства сизой кобылы И всех тех страданий, что требуют рвенья. Я угасаю, как мир угасает, Времени нити тянутся к смерти Белые вороны близко летают И душу стремятся вырвать из клети. На рельсах стоим я и апрель, Небо покрылось сизым рассветом, Если судьбу решил изменить, Нужно сместить ось земли, как-то, где-то. Михаил Чичинадзе (Михаэль) 2015 год პეპლის ეფექტი ვდგავართ რელსებზე მე და აპრილი, ღამე თრილერს ჰგავს ისე ხმაურობს. თუ ბედისწერის შეცვლას აპირებ ნუღარ დატოვებ უსათაუროდ. ხეებს რომლებიც ქარში გაშიშვლდნენ გავყვები ჩუმად ღამის ხმაურში. ამ ფოთოლცვენის ღრმა პანაშვიდებს გამიჯნურებულ გულს გადავუშლი. მივდივარ მაგრამ გზები მებნევა, მხდალების სულში ვხედავ ქრისტეებს. ვაშლის ჩირებით დგანან ბებრები, მზერით ავაზაკ წყვდიადს მისდევენ. რაღაც სხვა მინდა და ეს გადამრევს, ვუსმენ გოიას, საფოს, ეზოპეს. დიდება თალესს, ნიცშეს, გადარელს, მათ ხომ სიგიჟე დაიმეზობლეს! მე თვალს ვადევნებ სულთა ბენეფისს ეს ჩემი ლექსიც დროის ობია. მინდა სიგიჟე ლურჯა ცხენების და ყველა ტანჯვა რაც უცნობია. მგონი სულს ვღაფავ, როგორც სამყარო, დროის ძაფებით სიკვდილს ვეკავე. მოფრინდებიან თეთრი ყვავები და სულსაც ერთ დროს ამოკენკავენ. ვდგავართ რელსებზე მე და აპრილი და ზეცამ შეკრა ლურჯი ირაო. თუ ბედისწერის შეცვლას აპირებ ჯერ მიწა უნდა ააყირაო! მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2014 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი