ქოლგა რომელიც წვიმაში უკრავს


ჩვენს ერთად ყოფნას ხაზი ესმევა 
და მტვრადქცეული მოგყვები უკან. 
გესმის ძვირფასო, გესმის? ეს მე ვარ. 
ქოლგა რომელიც წვიმაში უკრავს.

 რატომღაც ყველა გადადგა განზე, 
არსად არაა შველა, ნუგეში. 
დავდივარ ღამით წვიმიან გზაზე 
ზამთრის სიმკაცრით და სიუხეშით. 

ჩვენს ერთად ყოფნას ხაზი ესმევა
და წვიმა ჩამდის სევდით კისერში. 
გესმის ძვირფასო, გესმის? ეს მე ვარ, 
ქოლგა და შენ კი წვიმის მიზეზი. 

წვიმს.. მე კი უფრო მომწყურდი ჩემო, 
ვგავარ მზვარეში მუსკატის ტანინს.
წვიმას აქვს შენი ცრემლების გემო, 
წვიმას აქვს შენი ლამაზი ტანი. 

წვიმს..  მე კი წვიმის კოცნა  გავბედე,
" გოგოს რომელსაც უყვარდა წვიმა. "
მე ამ წვიმაში უკვე დავბერდი
უკვე დავბერდი დიდი ხნის წინათ.

იმდენი ვქენი, იმდენი ვქენი,
წვიმად ვაქციე გზებზე მირტები.
ნისკარტის ბგერით თუ სწრაფი ფრენით
როგორ ირჩევენ მიკვირს ჩიტები....

ერთმანეთს, ჩვენი თეთრი მტრედები,
მაგრამ რა არის? რა არის წვიმა?
მე ამ წვიმაში უკვე დავბერდი
უკვე დავბერდი დიდი ხნის წინათ.

წვიმის ღმერთები თითებს მიჭამენ,
შენ ამოგიცან ამ წვიმის ხმაში.
წვიმს და რაღაცას მართლაც ნიშნავენ
წვიმის წვეთები, სხეულში, ტანში.

ჩვენს ერთად ყოფნას ხაზი ესმევა 
და მტვრადქცეული მოგყვები უკან. 
გესმის ძვირფასო, გესმის? ეს მე ვარ. 
ქოლგა რომელიც წვიმაში უკრავს.

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2017 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი