Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_sn4pqspepho75qrb9u6hagd80a, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
მინდოდა - მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) | პოეზია

მინდოდა


ახლა სიკვდილსაც აღარ ვახსოვარ
ქარმა წაიღო სველი ნოტები.
ზარების ლოცვა ქარმა დაქსოვა
ქუჩის ყვავილთა გაბოროტებით.

ბეტონის ძარღვზე ვწევარ ნარინდი,
მთვარეც კვერცხივით იწვის ტაფაზე.
მგონია ცისკენ გზები არ მიდის
და ვეფერები თვითმკვლელ ნაფაზებს.

დავცალე " სუნთქვა " ერთი კოლოფი
და ვიყურები სულის სოროდან.
როგორ მინდოდა გვერდში მყოლოდი
ან გვერდით ვინმე მაინც მყოლოდა.

ახლა სიკვდილსაც აღარ ვახსოვარ
ქარმა წაიღო სველი ნოტები.
ზარების ლოცვა ქარმა დაქსოვა
ქუჩის ყვავილთა გაბოროტებით.

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2017 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი