თვალები


ამ დუმილს სიტყვებსაც მივაჩვევ,
მაწუხებს რითმების ქავილი.
გავდივარ ყველასგან  – ვივაჩე,
დავდივარ მარტოსულ ქალივით.

დავდივარ მე როგორც ტურისტი
ეს ლექსი ბოდვაა ნაგიჟრის.
მადლობა ძვირფასო ზრუნვისთვის,
დაეშვა თეძომდე თმა გიშრის,

რა გვიშლის, სამყარო მოვიწყოთ?
ღამეა უბრალოდ პარიკი...
რომელსაც ოდესმე მოვიძრობთ
ტკივილით შიშით ან პანიკით,

არი კი  სიმართლე – მონ ჩერი,
შენ მმარხავ კვლავ როგორც – ისმენე.
მკერდიდან სიკვდილი მომჭერი
არ გესმის? ღმერთები გვისმენენ.

ვიხსენებ, შენს ტუჩებს ხალიანს,
დღეს, როგორც დათოვლილ სოსანებს.
მტრედივით, სულებში მარიამ
სინათლე კვლავ შეიფრთოსანებს.

არიან სუყველა  შიშებით,
ებრძვიან ღამეთა სქოლიოს,
რომ თეთრი უდაბნოს ქვიშები
ოდესმე როგორღაც მოლიონ.

ორიონს უყურე მარიამ
თვალები, რომ ააქვს პოეტის.
სიცოცხლე ერთგული ქალია
გახსოვდეს ყველგან და ყოველთვის.

გტოვებდი, ამასაც გამიგებ,
მოვყევი ტკივილებს შიშნარევს.
ხეები იცვლიან პარიკებს
გამყოფ ხაზს ჩვენს შორის ნიშნავენ.

მე მოვალ და ვიცი გამიგებ,
შენამდე სავალ გზას მოვნიშნავ.
მარიამ თვალები გამიღე
ცრემლებმა, რომ შემომიშვან  !!!

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2017 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი