წარმოსახვით სიყვარულს
ჩემი სიყვარული ცხოვრებისთვის საკმარისია ? ვიცი პასუხი და არც ველი დადასტურებას. თითქოს ჯერ ვალი არავისთის გადამიხდია თავს ისე ვგრძნობდ და ველოდები შენს დაბრუნებას. ვიცი, სადაც ხარ უკეთესია, ვიდრე აქ ყოფნა, მითუმეტეს, რომ აქ მე ვარ და ჩემი ცრემლები. მინდა იისფერ სიზმრებშიც კი გაიგო ჩემი ,,საკმარისია!" და ზურგს უკანაც შეამჩნიო მყრალი ცხედრები. მაინც გპატიონ, რადგან ვიცი უკეთესია, ვიცი და აღარ უნდა ბევრი ქილიკი, და წვიმისთვისაც ,დამიჯერე, უმჯობესია წაშალოს ყველა მომავალი ჩემსკენ ბილიკი. ჩემი სიყვარული ოდნავადაც არ არის კარგი. არც მხრებზე ჩემი ჩამოშლილი თმის სურნელება, ალბათ, ამიტომ გაიხურე საერთო კარი რომლიც იქითაც სხვა, ფერადი ცა გეგულება. თვალებიც არ მიციმციმებს საკმარისად, ესეც ვიცი, ლოყაზე ორი ნაჩხვლეტი კი ამაზრზენია, მითუმეტეს თუ გეზიზღება პატრონი მისი... და ეგ დუმილიც აღშფოთების გამომწვევია. მინდა მოხვიდე. მომახალო პირში სიმართლე. მითხრა თუ როგორ გეზიზრება ჩემი მიმოხვრა. კანის ფერიც და დაბალი თუ...მოკლედ სიმაღლე, და ისიც მითხრა ამის თქმა რომ მუდამ გინდოდა. და არაფერიც არ ყოფილა წმინდა ჩვენს შორის, არც ერთი წამი, უნაყოფოდ ვლიეთ დღეები. შენ ვერც შეამჩნევ სისხლისფერი ცრემლები მომდის და უსასრულო სიკვდილისფერ ნისლში ვეხვევი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
ეს ლექცი წლების წინ დავწერე. ახლა უბრალოდ მომინდა რამის გამოქვეყნება. მინდა რჩევა ნამდვილი პოეზილებისგან, უნდა გავაგრძელო თუ არა წერა...