უსათაურო


ო სისხლი და კვლავაც სისხლი
სადღაც გაისმის ყიჟინა ექო
ჩამოწოლილა დარდის ღრუბელი
უსამართლობა ამ ქვეყნად მეფობს
აჰა ისროლა მთვარემ ისარი
შავ ზღვის ტალღებში მზე ჩაესვენა
და სისხლის ომის ცქერაში დაღლილს
ასეთი მიწის ხილვა ეძნელა
ბოროტი ისე გამეფებულა
უკეთესობის არ ჩანს მერმისი
უსამართლობა და ორგულობა 
გამხდარა ახლა ჩვენი დევიზი
კვლავ წინ მიიწევს მდორედ ცხოვრება
და ბოროტებას სიკეთე ჰმონობს
ცხოვრება არის გორდიას კვანძი
ვერა უპოვი თავსა და ბოლოს
და ყოველივე რაც ქვეყნად დადის 
ავი ზრახვებით არის დამთვრალი
ვაჰ საქართველოვ რა დრო დაგიდგა
ტყუილს შეერწყა ახლა მართალი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი