მიწას ვყიდი
მიწას ვყიდი , დანატოვარს პაპის წინაპრების ნაჯაფსა და ნაშრომს მიწას ვყიდი გადაშლილებს ველად ორბების და არწივების სადგომს მთებსაც ვყიდი , მდინარესაც , ზღვასაც ყოველივეს თვალი ხედავს რასაც სულს მოგყიდით, და ოცდაათ ვერცხლად თუ ისურვებთ შეველევი ღმერთსაც გზებსაც ვყიდი გადაჭიმულს ცამდის მცირეოდენს, თუნდ პატარა მისხალს ნაკუწებად , ნაგლეჯ-ნაფლეთებად წინაპრების მონაპოვარს სისხლად სულ იაფად , ჩალის ფასად მუქთად თქვენი იყოს მიჩუქნია სულ მთლად
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი