ნიკალა


თბილისის მტკვრიან ქუჩებში ნელა                                                                       მიაბიჯებდა ძველად ნიკალა                                                                                 ხატვაში ჩაჰკლა მან თავის დარდი
 ეს იყო მისი არსების ძალა
 სადღაც დუქანში მღებავი ნიკო                                                                                              დარდს ის თავისას ღვინოში ჩაჰკლავს                                                                                              კედელზე ჩნდება ნელ–ნელა რაღაც                                                                                                    წითელპერაანგა მებადურს ხატავს                                                                          გაჰყვება ნელა თბილისის უბნებს 
კიბის ქვეშ აქვს მას საცხოვრებელი                                                                                                 ჭვარტლში ყოველი გახვეულია                                                                                                                       იქვე სურათზედ წყალსა სვამს შველი                                                                                                                                      სარკმლის რაფაზე კიბის კუთხეში                                                                              ძველი თუნუქის ნავთქურა ბჟუტავს                                                                            ღარიბი მაგრამ მაინც ამაყი                                                                                           დინჯად მიყვება ნიკალა ქუჩას

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი