დამიბრუნეთ საქართველო


დამიბრუნეთ საქართველო
თამარის და დავითის
მომენატრა გმირობები
დიდგორის და კრწანისის
დამიბრუნეთ აფხაზეთი
მიწა–წყალი ლამაზი
მომენატრა საქართველოვ
ვაჟკაცები მამაცი
ის დროება მომენატრა
როცა სისხლი ჰკიოდა
საქართველოს სატკივარი
ყველა ჩვენგანს სტკიოდა
ვაჟას მთებიც მომენატრა
მე დევებად ქცეული
დამიბრუნეთ ღმერთი არ გწამთ
ჩემი არის წყეული
ის ერეკლეც მომენატრა
კრწანისში რომ იბრძოდა
დამარცხებით გულაშლილი
სიკვდილზე რომ ფიქრობდა
მომენატრა მე კლარჯეთი
ის აფხაზი ის ოსი
დამიბრუნეთ უკვდავება
ჩემი საქართველოსი
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი