უსათაურო


სიცხისგან დაღლილს ქუჩის ბოლოს მტვრიან ქუჩაში 
გზაზე მიმავალ ანგელოზებს გავატან მზერას
და კაზანოვას გააცოცხლებს სულის წიაღში
ახლოს მოვალ და გავბრუნდები შეგბედავ ვერას
მაწანწალა ძაღლისაკენ გასროლილ ქვას და
სამარშუტო ტაქსების ბორბლების ჭრიალს
ციგნის ბავშვების გამოწვდილს და მუდარის თვალებს
"ხურდა ხომ არ გაქვს ?" მე მათ თხოვნას გავატან  ნიავს
წვიმით გავსებულ წაგრძელებულ ქუჩაში არხებს
დავემგზავრები ნაცნობ ტბორისკენ გავატან სხეულს
ზვირთში ჩაკარგულს მიტოვებულს უსულო სულში
შენ დაგინახავ ჩემსკენ მომავალს ჩემსავით ეულს
ისრის ტრიალში გატყორცნილ და დაკარგულ წამებს
დროში გაბნეულს ჩემთვის წართმეულს ვიპოვი შენში
ოთახში ვზივარ მოწყენილი და ვფიქრობ შენზე 
ჩემს თავის მაღლა გამალებით თაგვი ხრავს სხვენში

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი