მაგონდება
მაგონდება წარსრული დიდებული დღეები ოქროს ხანის ეპოქა მუხით სავსე ტყეები სულის ხორცის ყივილი დიდგორის და მარაბდის ნიკოფსიის მიწიდან შორს ხარ დარუბანდამდის პურით სავსე ბეღლები დიდებული ფურცელი ფრესკებიდან მეძახის თამარი და რუსთველი ვხედავ, ვხედავ არ მინდა დავინახო წარსული აღარა ჩანს ხატები ოქრო ვერცხლში ჩასმული წაილეკა ყოველი დრო არ არის სამართლის დათარეშობს ცხენები მონღოლის და წარმართის აღარ მოჩანს იმედი დღეები კი მიდიან საქართველოს შვილები სხვა დროშის ქვეშ იბრძვიან ნასახლ– ნასოფლარებად ქცეულია ყოველი აიყარა მიწიდან მეგრელი თუ ფხოველი ენატრებათ წარსული მწუხარენი დადიან მათ თვალებში მე ვხედავ საქართველოს დარდიანს საქართველო გიყვარდეს სულში ექოდ გაისმის მენატრება წარსული თამარის და დავითის
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი