მზეო
წვიმდა ქუჩებში და სულშიც წვიმდა, ჩემს ოცნებებსაც სციოდათ გუშინ, მზე ამოვიდა, გული გამითბო და იმედებით ამივსო სული. მზე მილამაზებს დღეებს, სამყაროს, სულში ჰყვავიან თეთრი ვარდები. მზეო, მაშორე ფერები მუქი და მზით გაავსე ჩემი სარკმელი!☀️ ❤️💙
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი