მოფრინავენ ფანტელები


❄️❄️❄️💟💟
მოფრინავენ ფანტელები,
მოფრინავენ შორიდან.
უხვად 
ბარდნის,
ბარდნის,
თითქოს სასწაული მოვიდა.

იანვარმა სუსხი დამკრა,
და სიცივით შემაკრთო,
ოცნებები
ყინულების
ლოლუებით შეამკო.

ჩუმად ვდგავარ, თოვლის ფიფქი
თმაზე ჩამომეხლართა,
როგორ მსურდა,
ჩემი გრძნობა
უკეთ გამომეხატა.

მაგრამ ფიფქმა 
შემაჩერა  
თოვდა  უხვად, უზომოდ,
თუმცა აი გაზაფხულზე,
მინდა  გნახო უთუოდ,

გნახო, გითხრა,
უშენობით რომ მე  დიდხანს   ვეწამე,
და უმანკო, უანგარო
სიყვარულად გიწამე.

მოფრინავენ ფანტელები,
მოფრინავენ შორიდან.
ისე 
ბარდნის,
ბარდნის,
სასწაული მოვიდა.
❄️❄️❄️❄️❄️❤️❤️

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი