ფრიდონ ხალვაშს


ფროდინ ხალვაშს

( მითხარ, როგორაა მემელექეთი)

ისევ ვკითხულობ ნაცნობ სტრიქონებს
მემლექეთსა და შორეულ ცაზე,
სველი პწკარები  ისევ ტირიან,
დათოვლილ ფიქრით არიან სავსე...
და მტკივა ნატვრა, შორს დაფერფლილი,
ჩვენებურების  შორი სიმღერა,
ისევ ჩავცქერი ნაცნობ სტრიქონებს 
და   მელანდება: 
ღამის ლოცვაზე ძირს ჩამუხლულა ქალი ,ცრემლებით
ღმერთს ევედრება.
ბუხრიდან ცეცხლი როგორც იმედი
ბჟუტავს და მაინც არ ინავლება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი