ნოემბერი
ნოემბერია ფოთლების წვიმა და სიფერადით ივსება სული როგორ თბილია წელს შემოდგომა მზით შეფერილი და დაფარული. ფოთლებს კი მაინც ამჩნიათ სევდა, ნეტავ საითკენ წაიღებს ქარი? მე ფოთოლცვენა მიყვარს და მტკივა, ლამაზია და თან სევდიანი. შემოდგომაა, ფერების წვიმა, ხეებს ჩაუცვამთ კაბა მზისფერი. ულამაზესი და სევდით სავსე გარეთ და სულშიც დგას ნოემბერი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი