ისევ მიჰყვება დედამიწა თავის ორბიტას


ისევ მიჰყვება დედამიწა თავის ორბიტას,
პირველობისთვის
კვლავ მიილტვის ადამიანი,
ისევ ბრძოლები, ისევ ცოდვებს დაატარებენ;
ისევ  სიხარბე, ქაოსი  და 
ორომტრიალი.
ვიღაცას ღმერთი აღარ ახსოვს,
ვიღაც ლოცულობს.
რომ უფრო ბევრი დააგროვოს 
დარდობს მავანი.
ჰყიდიან სულებს სიმდიდრისთვის 
ძალზე მარტივად,
ვისთვის ცხოვრება რთულია და ძნელად სავალი.
და დროის მზომი ციფერბლატი სულსწრაფად მიქრის...
სიკეთის გარდა
ყველა წამი  დაკარგულია,
ადამიანებს  ავიწყდებათ ამ სამყაროში 
რომ უმთავრესი სიყვარულია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი