შენი ნაჩუქარი მთვარის ქვები


შენი ნაჩუქარი მთვარის ქვები
ისევ მინათებენ ღამეს, 
სული რომ გამითბე   
გაზაფხულით,
ისევ ოცნებებით მავსებს.
მზით რომ მიფერადე, ის დღეები
ისევ ძველებურად მათბობს.
და მზეებით სავსე ეგ თვალები 
მე ისევ მაბნევს და  მათრობს.
შენი ნაჩუქარი  ღიმილებით
მე ისევ ვცოცხლობ და ვსუნთქავ,
სული რომ ამივსე გვირილებით,
მინდა სულში იყოს მუდამ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი