ისევ გაწვიმდა


ისევ გაწვიმდა,...ჩემი სარკმელი 
აივსო წვიმის ნაზი სურნელით.
და მოცეკვავე, თავნება  წვეთებს
ვეხები თბილი  
ხელისგულებით...
მოდის სიმშვიდე  და ჩუმი  სევდა,
სული ივსება წვიმის ჰანგებით
წვეთებში ვხედავ მზისფერ გვირილებს...
და მენატრები...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი