აჭარავ ჩემო
აჭარავ ჩემო, ამაღლებულო სულით და მთებით, ულამაზესით, შენი ცა ჩემი სალოცავია და ყველა ცაზე უფრო უღრმესი... შენა ხარ ჩემი ფიქრი და დარდი, აქ ყვავილების სხვა დგას სურნელი... შენი ზღვა ყველა ზღვაზე ლურჯია, და ჩემი სულის ნავსაყუდელი... შენი წარსული ცრემლით სავსეა, ოსმალთა უღლით გადამეწყრილი, სამას წელიწადს ნატანჯი სულით, ხატებ-სალოცავ გადაფერფლილი... ჩაფიქრებულა ხირხათის მთაზე შენი ხიხანი ცას მიწვდენილი, აქ იჯდა ტბელი, ამ მთების შვილი, მეკალმე, დიდი ვარსკვლავთმრიცხველი. აქ მტერს ებრძოდა ოდეს სელიმი, შენთვის სიცოცხლის შემომწირველი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი