ბეშუმი


გულო, ისევ ძველებურად
ბეშუმისკენ მიიჩქარი.
მტრედისფერი ცა დამნათის,
ღრუბლებს ერეკება ქარი.
ზურმუხტისფრად შემოსილი
აზიდულან მაღლა მთები;
თოვლისფერი გვირილებით
მოქარგულან იაილები.
აქ გოდერძი, ცივი ქარი
და კამკამა ცივი წყალი.
მწვანე ნაძვებს შეფარული
გვეგებება წინ შქერნალი.

აქ ალპური ტყე და ბაღი
ემოციით
სული სავსე,
გული როგორ გამიძლებს, რომ
არ წავიდე მწვანე ტბაზეც.
 

ამაყი ვარ ჩემი მთებით,
ხიხანით და დიდი ტბელით,  
და უსაღზვროდ თბილი ხალხით, ჩაუქრობელი სანთლებით...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი