ქუჩა ისევ დაფენილა ფოთლით


ქუჩა ისევ დაფენილა ფოთლით
ხეებს ისევ დაჩნევიათ სევდა, 
შევაგროვებ წელსაც ყვითელ ფოთლებს 
და კაბასაც მოვიზომავ ხეთა. 
მზისფერ ფოთლის კვლავ დავიდგამ გვირგვინს,
სამეჯლისოდ ლამაზ ფერებს ვარჩევ,
გულისნადებს მოვუყვები ჭადარს
და სტრიქონებს მის ფოთლებზე დავწერ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი