დაღლილ სულით ვეხები


დაღლილ სულით ვეხები როიალის კლავიშებს, 
და თითები სევდიან მელოდიას კვლავ ირჩევს.
ქრიან ლურჯი ქარები,
მე კი ისევ ავად ვარ,
ქრიან ლურჯი დღეებიც
და არ ვიცი სადა ვარ.
დაღლილ თითებს შევახებ როიალის კლავიშებს,
დაღლილ სულის შესაფერ
მელოდიას ავირჩევ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი