აპრილს უჭირავს ხელში პასტელი
აპრილს უჭირავს ხელში პასტელი და აფერადებს მინდვრებს და ხეთა... სულს მოსდებია ნაზი სურნელი და გვირილები ჰყვავიან ველთა. მსურს მეც ჩავიცვა კაბა გვირილის და დავიხურო ცის ქუდი, ლურჯი, ავიღო ხელში ფერთა პალიტრა და მიმოვხატო დღეები ფუნჯით. მსურს მოვაგროვო მოგონებები, გაზაფხულისფერ და მზისფერ დღეთა, აპრილს უჭირავს ხელში პასტელი და აფერადებს ხეთა და ველთა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი